10:36 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 18:44:59, 2068 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ(FDA) სრული ავტორიზაცია მიანიჭა “ფაიზერისა“ და  “ბიოტექის“ ვაქცინას,  მათ ჯერ კიდევ  დეკემბერში მიიღეს გადაუდებელი სიტუაციის დროს გამოყენების ავტორიზაცია.-ინფორმაციას  „Reuters”-ი ავრცელებს

სააგენტოს ცნობით, FDA– მ დაამტკიცა ორი დოზის ვაქცინა 16 წელს ზევით  ასაკის ადამიანებისთვის გამოსაყენებლად.

კოვიდ -19 საწინააღმდეგო სხვა  ვაქცინებიდან არცერთს, რომელსაც მინიჭებული აქვს FDA– ს გადაუდებელი სიტუაციის დროს  გამოყენების ნებართვა - მათ შორის “მოდერნა“ და “ჯონსონ-ჯონსონის“ ვაქცინებს  - აქამდე  არ მიუღიათ სრული ავტორიზაცია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ სრული ავტორიზაცია  დაარწმუნებს ანტივაქსერებს, რომ „ფაიზერით” აცრა  უსაფრთხო და ეფექტურია. 

”მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანმა უკვე მიიღო უსაფრთხოდ კორონავირუსის ვაქცინები, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის სრული ავტორიზაცია გამოიწვევს ვაქცინის მიმართ მეტ სანდოობას”- განაცხადა ჯანეტ ვუდკოკმა, აშშ-ს საკვებისა  და მედიკამენტების  ადმინისტრაციის მოქმედმა კომისარმა.

საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის  დამტკიცება ემყარება კომპანიის კლინიკური კვლევის განახლებულ მონაცემებს.

„ფაიზერის“ და ბიოტექის“ ვაქცინა ახლა ბაზარზე იქნება Comirnaty სახელწოდებით.

შეერთებულ შტატებში 204 მილიონზე მეტმა ადამიანია ვაქცინირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics