12:36 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 11:37:58, 644 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს NGO-ებს, საარჩევნო ღონისძიებების შეფასებისას „აღარ დაუშვან არასწორი ინტერპრეტირება“

„ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნო ღონისძიებების შეფასებისას „აღარ დაუშვან არასწორი ინტერპრეტირება“, რამაც გარემოზე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს

აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა.

მანვე აღნიშნა, რომ ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ არასწორი ინტერპრეტაციით შეაფასა ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა იყო ის, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მეტწილად დაბალი სტანდარტით აფასებდნენ არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტებსა და მოვლენებს.

ამ ნაკლოვანების მორიგ გამოვლინებად უნდა შეფასდეს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' მხრიდან ოზურგეთში ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის მიერ სამედიცინო მუშაკებთან გამართული შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება.

კერძოდ, ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის'' 48-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტზე მითითებით, ამ ორგანიზაციამ გაასაჩივრა აღნიშნული შეხვედრა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი.

საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა კრძალავს საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, ასევე სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურეობრივი ნიშნით შეკრებას.

ავთანდილ თალაკვაძემ შეხვედრა გამართა კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან, ხაზს ვუსვამ, კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან, რომელიც არ ხვდება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში. შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამედიცინო დაწესებულების მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი, რაც ასევე არ არის საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევა.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მომავალში მეტი ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო ღონისძიებებს და აღარ დაუშვან მათი არასწორი ინტერპრეტირება და შეფასება, რამაც საარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
„გვირილას" ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
თიბისიმ ერთგული საკრედიტო ბარათი განაახლა - სურვილები ახლოვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics