|
2021-08-19 15:08:57, 699 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან დიდ სექსპორტო პოტენციალის მქონეა - მიმდინარე სეზონზე, უკვე 1000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რაც რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია
„ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქვეყანში ახალი აგრარული კულტურების მოყვანის ტენდენციებზე ისაუბრა. „ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან დიდ სექსპორტო პოტენციალის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის. მიმდინარე სეზონზე, უკვე 1000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა და ეს რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია ჩვენი ოჯახებისთვის. როდესაც ვსაუბრობთ კულტურაზე, რომელიც სულ ახალია ჩვენი ქვეყნისთვის, ვსაუბრობთ პლანტაციებზე, ბაღებზე, რომელიც ახლა შედის მწარმოებლობაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის საქსპორტო შემოსავალი მხოლოდ ამ კულტურისგან უნდა მივიღოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორ მინისტრმა აღნიშნა, როდესაც სხვადასხვა, მათ შორის, ეგზოტიკურ-სუბტროპიკულ კულტურების წარმოებაზეა საუბარი, მნიშვნელოვანია წარმოების და მიწოდების სრული ჯაჭვის დაფინანსება და განვითარების ხელშეწყობა. „საჭიროა და გვექნება შესაბამისი სიმძლავრეების შემნახველი, გადამმუშავებელი მეურნეობები, მათ შორის, სამაცივრე მეურნეობები, რომელიც სჭირდება მეხილეობის პროდუქციის დაბინავებას, რომელიც აქ იწარმოება და, ასევე ახალი ჩაის საწარმოებს. ამისთვის ყველაფერი არსებობს; არსებობს კონკრეტული პროექტები, არსებობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და გვჭირდება მეტი მონდომება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)