|
2021-08-19 12:35:51, 662 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ჩვენი გეგმის ნაწილია გავასამმაგოთ მოსავალი იმისათვის, რომ სამჯერ მეტი იყოს შემოსავალი თითოეული თქვენგანის ოჯახში
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში გვიცხადებდით. ჩვენ გვჭირდება მეტი შემოსავალი თითოეული თქვენგანის ოჯახში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული მხარე, თითოეული მუნიციპალიტეტი იყოს უფრო წარმატებული და ეს წარმატება გვინდა მოვიტანოთ თქვენთან ერთად, ერთობლივი შრომით", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ,,ქართული ოცნების" ლანჩხუთის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გურიაში, მოსახლეობის, დაახლოებით, 50% სოფლის მეურნეობაშია ჩართული. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ამ რეგიონში შედეგების ჩვენება არის უმნიშვნელოვანესი მანიშნებელი, რამდენად წარმატებულია დარგის ხელშეწყობის პოლიტიკა. „ჩვენი პოლიტიკა გულისხმობს თქვენი ინიციატივების მხარდაჭერას, მეტი რესურსი გავაჩინოთ იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება. გურია გამორჩეულად მცირემიწიანია. შესაბამისად, ალბათ უფრო მეტი შემოქმედებითობა, უფრო მეტი ორიგინალური მიდგომები, უფრო მეტი ტექნოლოგიები და ინვესტირება გვჭირდება იმისათვის, რომ 1 ჰა მიწაზე უფრო მეტი პროდუქტიულობა, მეტი ღირებულება შევქმნათ და ამას აკეთებდა გურია; ქმნიდა განსაკუთრებით მაღალი ღირებულებებს კულტურის წარმოებაში, სუბტროპიკული კულტურების წარმოებაში და დღეს გვაქვს შანსი, რომ გამორჩეული კულტურებით შევქმნათ დოვლათი ამ მხარეში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო გამოწვევა, რომელსაც ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანა 10 წელი და მეტი ებრძოდა იმისთვის, რომ მოეხდინა პოპულაციის რეგულირება და გადაერჩინა მოსავალი. „ჩვენ შევძელით, უმოკლეს დროში, 3-4 წელიწადში ამ პრობლემის მოგვარება; შევძელით ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენა. ეს გამოწვევა არ დამთავრებულა და მომავალ წლებშიც მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა. ჩვენ მოვახდინეთ ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფების გაძლიერება თხილის მწარმოებელ ასოციაციასთან ერთად. ფაქტობრივად, თითოეულ ოჯახში მივიტანეთ ცოდნა, მივიტანეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოსავლის გადარჩენა და მეტი შემოსავლის მიღება; თუმცა, დღეს მაინც შორს ვართ იმ ამოცანებისგან, რაც ჩვენ გვაქვს. დღეს ჩვენ ვიღებთ დაახლოებთ 1 ტ მოსავალს 1 ჰა-ზე, რაც შეიძლება გასამმაგდეს. ეს არის ჩვენი გეგმის ნაწილი - მინიმუმ გავასამმაგოთ მოსავალი იმისათვის, რომ სამჯერ მეტი იყოს შემოსავალი თითოეული თქვენგანის ოჯახში", -განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ENPARD-ს შემდეგი ფაზა, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება და 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება, გურიის საჭიროებებს ითვალისწინებს, რაც გააჩენეს საშუალებას მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს ადგილობრივ ინიციატივებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)