13:22 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 15:34:51, 432 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - უნდა გაგრძელდეს ის კურსი, რაც 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა აიღო

ის კურსი, რაც 2011 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აიღო ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, კიდევ უფრო მეტი განვითარება ჰქონდეს შუახევს და კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა  თითოეულ შუახეველს - განაცხდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების" შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენაზე.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, შუახევში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიუხედავად პანდემიისა, ყველაფერი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„შუახევში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიუხედავად პანდემიისა, ამ ძალიან დიდი გლობალური გამოწვევისა, არც ერთი დაპირება არ დაგვიწყებია, არც ერთი საქმე, რომელიც გვქონდა ჩაფიქრებული არ გაჩერებულა და ეს ყველაფერი იქნება ბოლომდე მიყვანილი.  

როცა ჩვენი ოპონენტები სვამენ კითხვას, თუ რა გაკეთდა, უმჯობესია დასვან კითხვა თუ რა ვერ გაკეთდა. მიუხედავად პანდემიისა, ძალიან სწორი, ეფექტური და გაბედული გადაწყვეტილებების შედეგად შევძელით, რომ ვაქცინა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ბატონი პრემიერ მინისტრის მეთაურობით შესაძლებელი გახდა, რომ ყველას აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას ჰქონოდა ხელმისაწვდომობა როგორც ვაქცინაზე, ასევე, არც ერთი დაინფიცირებული ადამიანი არ დარჩენილა სახელმწიფო ზრუნვის გარეშე. ჩვენ ამ გამოწვევიდან აუცილებლად გამარჯვებული გამოვალთ მინიმალური დანაკარგებით და საზოგადოების, მთავრობის და ყველას ერთიანობით შევძლებთ, რომ ამ გამოწვევასაც ღირსეულად გავუმკლავდეთ.

პოლიტიკური პროცესია და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთი ძალიან დიდი მობილიზება გავაკეთოთ ამ არჩევნების წინ, გავერთიანდეთ ყველა, როგორც ძველი გვარდია, ისე ახალი თაობა, ყველა ადამიანი, რომელსაც სწამს და სჯერა, რომ ის კურსი, რაც 2011 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აიღო ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტი განვითარება ჰქონდეს შუახევს და კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა - თითოეულ შუახეველს.

მინდა მხარი დავუჭიროთ და ყველა მხარში დავუდგეთ ძალიან ღირსეულ, წესიერ, მშვიდ, მაგრამ ძალიან აქტიურ შუახევის მომავალ მერს, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მიღებული ამ მუნიციპალიტეტში მუშაობის და ჩვენი საკრებულოს გუნდის როგორც ახალ სახეებს, ისე ძველ გვარდიას და კიდევ ერთად ვიზეიმოთ ერთი დიდი გამარჯვება ოქტომბერში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics