13:24 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 13:30:51, 506 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე, მოქალაქეების თავისუფლება

„ქართულმა ოცნებამ" მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,   პირობები, რომელიც მმართველმა გუნდმა შექმნა,  ქვეყნის განვითარების საფუძველია.

„მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენ, იმ მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ ბოლო წლებია ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ. სწორდ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ბოლო შვიდ არჩევნებში გავიმარჯვეთ ღირსეულად, დამაჯერებლად და ჩვენ ახლა, მერვე არჩევნებშიც ღირსეულად გავიმარჯვებთ.

ძალიან მოკლედ მინდა მოგიყვეთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რაც გაკეთდა ამ მუნიციპალიტეტში, მაგრამ მინდა ასევე გესაუბროთ მომავალ გეგმებზე, რის გაკეთებას ვგეგმავთ. ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა. ბევრი რამ გაკეთდა ეკონომიკისა და             სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დიდი თანხები იქნა ჩადებული მთავრობის მხრიდან და ამან კონკრეტული შედეგები გამოიღო ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. ბევრი სამუშაო ადგილიც შეიქმნა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავრობა ახლა მუშაობს გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე, შემუშავებული გვაქვს დოკუმენტი, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა სექტორს და ყველა სფეროს, ვიცით, როგორ განვავითაროთ რეგიონები. ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი.

„ქართულმა ოცნებამ" მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ეს პირობები არის საფუძველი ჩვენი განვითარების. ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ და აქვთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და რესურსი, რომელიც მობილიზებულია მთავრობის მხრიდან, იქნება ეს პროგრამა, როგორიც არის იაფი აგრო კრედიტი, „აწარმოე საქართველოში", დანერგე მომავალი და ა.შ. ყველა ის პროგრამა, რომელიც მუშაობს ჩვენი რეგიონების გასავითარებლად და ასაღორძინებლად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics