13:21 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 20:34:12, 466 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ზოიძე - მადლობა ჩემს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ქობულეთის მერობა პატივია და პასუხისმგებლობა, ამავდროულად, არის სიამაყე

მადლობა ჩემს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ქობულეთის მერობა პატივია და პასუხისმგებლობა, ამავდროულად, არის სიამაყე - განაცხადა „ქართული ოცნების" ქობულეთის მერობის კანდიდატმა ლევან ზოიძემ წარდგენაზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება.

„საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში ჩემთვის პრიორიტეტი იყო მოქალაქე და მასთან ურთიერთობა, აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი შემდგომი სამუშაო რეჟიმიც გაგრძელდება მოქალაქეებთან მაქსიმალური ჩართულობით. ჩვენმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება. ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ პროექტებს მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება, ხელოვნება, სპორტი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ქობულეთის მერობა პატივია და პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად არის სიამაყე" - განაცხადა ლევან ზოიძემ.

მერობის კანდიდატმა ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: დავით წულუკიძე, იოსებ ჟღენტი, ავთანდილ გოგიბერიძე, ლადო ხოზრევანიძე, ლაშა ხახუტაიშვილი, დავით მჭედლიშვილი, ჯემალ ბლადაძე, გელა შაქარიშვილი, ირაკლი ქათამაძე, ზურაბ ხინიკაძე, ალექსანდრე ხიდაშელი, ედნარ თურმანიძე, როინ ჩხაიძე.

პროპორციული სიის პირველ ათეულში არიან: დავით ვერულიძე, გელა გოგიტიძე, ლია შაქარიშვილი, თედო ტაკიძე, გიორგი გოგიტიძე, ნათია თხილაიშვილი, დავით პაპუნაიშვილი, სულხან ბორჯელაძე, ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, მამია ჟორდანია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics