|
2021-08-17 11:39:08, 1982 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - მდგომარეობა საკმაოდ რთულია, საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით
მდგომარეობა საკმაოდ რთულია, საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, დღემდე, საქართველოში არც ერთი პაციენტი, რომელსაც სტაციონარში მკურნალობა ესაჭიროებიოდა, კლინიკის მიღმა არ დარჩენილა. „მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა იცით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რისი საშუალებითაც პაციენტების ნაკადებს აქტიურად ვმართავთ ჰოსპიტალურ სექტორში და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღემდე არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომელთაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა. დღეს გვაქვს 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ამ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მხრიდან ბინაზე. 3 500-მდე ადამიანი არის კოვიდ სასტუმროებში, ხოლო დანარჩენები მკურნალობას გადიან ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობაც არის საყურადღებო, ვინაიდან, 1500 პაციენზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი მკურნალობას გადი რეანიმაციულ საწოლზე“, - განაცხადა მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)