18:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-16 16:49:02, 791 ნახვა

ეკონომიკა
SpaceX-მა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და „აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ასევე საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე.

ვიზიტის ფარგლებში GITA-სა და Catapult-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ფონდი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. შესაბამისად, ქართულ სტარტაპებს  შესაძლებლობა ექნებათ,  ინვესტიციები მოიზიდონ ფონდიდან და გავიდნენ გლობალურ ბაზარზე.

სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეხვედრები გაიმართა Founders Fund-ის პარტნიორთან Trae Stephens-თან და Craft Ventures-ის პარტნიორ Brian Murrey-სთან.

500Startups-ის პროგრამის Showcase Day სან-ფრანცისკოში გაიმართა და 500Georgia პროგრამის მონაწილე ოთხი სტარტაპი Payze • ფეიზი, Agrolabs, Cardeal.ge და Cargon • კარგონი აქსელერაციის ბოლო ეტაპის პარალელურად უცხოელი ინვესტორების წინაშე წარსდგნენ.

საქართველოში დატა ცენტრების გახსნისა და დეველოპერული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა Oracle-თან , რაც ქართველი IT სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, დასაქმდნენ  ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში, ხოლო ქართულ სტარტაპებს - Oracle-ის აქსელერაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას.

 ასევე, ვიზიტის შედეგად,  SpaceX-მა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა. შესაბამისად, საქართველო განიხილება როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც მათი მხრიდან მოხდება საქართველოს მოსახლეობისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება და SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics