08:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-14 15:34:45, 1825 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-მ შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებისთვის ვაქცინის მესამე დოზა დაამტკიცა

აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანოებმა შესუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის კორონავირუსის მესამე ე.წ. ბუსტერული დოზა დასაშვებად ცნო.

BBC-ის ინფორმაციით, საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) გადაწყვეტილება 10 მილიონამდე ადამიანს შეეხება, მათ შორის ორგანოგადანერგილებსა და ონკოპაციენტებს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ერთხმად დაუჭირა მხარი ე.წ. ბუსტერულ დოზას მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მათივე ინფორმაციით, მესამე დოზა ხელმისაწვდომი სავარაუდოდ რამდნენიმე კვირაში იქნება.

ექსპერტების განცხადებით, ორი დოზა Pfizer და Moderna, ასევე, ერთი დოზა Johnson & Johnson შესაძლოა არ იყოს საკმარისი ზოგიერთი პირის დასაცავად, განსაკუთრებით კი იმათი, ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს. აღნიშნული სამივე ვაქცინა აშშ-ს გამოიყენება, Pfizer კი, რომელიც ახლა სრულ ავტორიზაციას მოითხოვს, მესამე დოზის აუცილებლობად ლობირებს როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში.

ამავე დროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მესამე დოზაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის საკმარისი ვაქცინა არაა და მათ მოსახლეობის სულ მცირე 10 პროცენტის აცრის საშუალება უნდა მიეცეთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics