|
2021-08-14 12:49:57, 376 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - კახეთში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება გზების მიმართულებით, ახალი ავტობანის მშენებლობა გამოცხადებული გვაქვს
კახეთში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება გზების მიმართულებით. ახალი ავტობანის მშენებლობა გამოცხადებული გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ველისციხეში შეიქმნება ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილი და აღნიშნულ პროექტზე 30 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება. „მე მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდაზე და კრეატიულ ადამიანზე, რომელიც მართლაც გამორჩეული დეპუტატია ჩვენს პარლამენტში და ჩვენს გუნდში. კაცი, რომელმაც ძალიან ბევრი პროექტი მოიტანა და განახორციელა გურჯაანში. მან კონკრეტულ საქმედ აქცია თავისი იდეები. კულინარიული სკოლა, რომლის მშენებლობა დაიწყება 2022 წელს, ბასკეთთან, ყველაზე ცნობილ კულინარიულ სკოლასთან გააფორმა მემორანდუმი და ამის საფუძველზე მოხდება ახალი სკოლის დაფუძნება აქ, გურჯაანში. მინდა ბატონ დავით სონღულაშვილს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ იდეებისთვის, რომელიც განახორციელა გურჯაანში. ველისციხის პროექტზე მინდა ასევე აღვნიშნო - აღნიშნული პროექტით ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაცოცხლებთ ამ რეგიონს. შეიქმნება ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული ტურისტული ადგილი. ველისციხეში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ, დაწყებული გვაქვს ამაზე მუშაობა და სამაგალითო ადგილი გახდება ველისციხე. დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება გზების მიმართულებით. ახალი ავტობანის მშენებლობა გამოცხადებული გვაქვს. კახეთს სჭირდება ახალი გზები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს კახეთში საქართველოში ჩამოსული ყოველი მეორე ვიზიტორი მოდის კახეთში, ამიტომ, ტურისტებისთვის და არა მხოლოდ ტურისტებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის უნდა უზრუნველვყოთ კომფორტული გადაადგილება, გზები, ინფრასტრუქტურა და სასტუმროები დ არაც მთავარია, ჩვენ უნდ ვიზრუნოთ ხარისხის აწევაზე. ეს სტანდარტი და ეს თამასა უნდა ვწიოთ მაქსიმალურად როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, ევროკავშირი გულისხმობს ხარისხს, ამიტომ, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ევროპული სტანდარტი და ხარისხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)