02:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-14 11:07:04, 773 ნახვა

სამართალი
სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 3 ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტია, 1 - ხე-ტყის უკანონო მოპოვების და 4 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების.

მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლენილია ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. სოფლების - ანდეზიტის, მზეთამზესა და სხვილისის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ 4 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხე-ტყის, 7 კუბურ მეტრამდე ფიჭვის სახეობის საშეშე მერქნისა და 11 ერთეული ნაძვის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი მორის ტრანსპორტირებას.

 
„ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში. მოქალაქემ, სოფელ ზარზმის მიმდებარე, ტყეში უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული ნაძვის სახეობის ხე-მცენარე.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი კი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ,   ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებშია გამოავლინეს.

ადიგენის სატყეო უბანში, ასევე დაბა წაღვერში და სოფლებში - ანდეზიტსა და მზეთამზეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ფიჭვისა და ნაძვის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან მიღებული 1, 60 კუბური მეტრი საშეშე მერქნისა და ჯამში 43 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები. იმ ფაქტებზე კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამისმა უწყებამ გამოძიება დაიწყო“. - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics