|
2021-08-13 20:44:32, 2090 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - ვაქცინაციის თვალსაზრისით პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია
ვაქცინაციის თვალსაზრისით პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, - ეს ეხებათ, როგორც პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ასევე პატიმრებს - ასე აფასებს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას. „შემიძლია ვთქვა, რომ ამ სისტემაში ყველაზე მეტი აცრილია. ექიმებს შეიძლება შევადაროთ, დღეს ექიმების 64%-ზე მეტია აცრილი და პენიტენციურ სისტემაში დაახლოებით ერთნაირია მოცვა. საუბარია როგორც თანამშრომლებზე, ასევე პატიმრებზე. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციაში, ჯარში ძალიან კარგია მოცვა. სამწუხაროდ, სხვა სისტემებზე ვერ მოგახსენებთ. ექიმებში საკმაოდ მაღალია მოცვა, მაგრამ გამიხარდებოდა ეს მაჩვენებელი 100% რომ იყოს. იგივეს ვერ ვიტყვი ჩემს კოლეგებზე, ექთნებზე, სადაც საკმაოდ დაბალია მოცვა, განსაკუთრებით დამხმარე სამედიცინო პერსონალზე, რომელშიც კიდევ უფრო დაბალია მოცვა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. პაატა იმნაძის შეფასებით, მართალია, პენიტენციურ სისტემაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების ცალკეული შემთხვევები, მაგრამ სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია, რადგან ვაქცინაციის ტემპიც გააქტიურებულია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ (9300 ბრალდებული/მსჯავრდებული) ბრალდებული/მსჯავრდებულთა 61,5% -ია აცრილი (5718 ბრალდებული/მსჯავრდებული), ხოლო რევაქცინირებულია ბრალდებული/მსჯავრდებულთა 39%, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, დაახლოებით 3500 -მდე თანამშრომლიდან აცრილია - 2423 – (69%), ხოლო რევაქცინირებულია - 1833 –( 69%) შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, პენიტენციურ სისტემაში ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ბრალდებულ/მსჯავრდებულების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაცია.
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)