15:01 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 14:24:45, 358 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი -ჩემი დავალებაა, რომ ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი მოეწყოს ერთიანი, კეთილმოწყობილი, ევროპული სტანდარტების მიხედვით

 ჩვენ ახლა დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, მანამდე არაერთი პროექტი განვახორციელეთ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ადგილობრივი წარმოების განვითარების, განათლების  მიმართულებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  სულ რაღაც 8 წელიწადში აშენდა 175 ახალი სკოლა და განახლდა - 250.

„ჩემი დავალებაა, რომ ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი მოეწყოს ერთიანი სტანდარტის მიხედვით, იყოს კეთილმოწყობილი, ევროპული სტანდარტების მიხედვით, იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ მიიღოს განათლება ღირსეულ, ევროპულ პირობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ინვესტიცია მომავალში.

მეორეს მხრივ, ჩვენ გავაკეთეთ და უკვე დავასრულეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე მუშაობა. ჩემს გამოსვლებში ვამბობ და მინდა, კიდევ ერთხელ, თქვენ გითხრათ -  ჩვენ გვქონია და გვაქვს სერიოზული წინსვლა, პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა, ვთქვათ ხალხნო, ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვიცით რა ხდება, რა გზა გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, საათივით აწყობილი, გამართული, ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები, ყველაფერი დავშალეთ, დავანგრიეთ და ამას გარდა, ის განუკითხაობა, რაც ქვეყანაში სუფევდა, ესეც ჩვენი დამსახურებაა, ხალხის კი არა, პოლიტიკოსების, იმ უპასუხისმგებლო, უგუნური პოლიტიკოსების, რომლებიც მოდიან გარკვეული ვადით და ტოვებენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მომავალი თაობისთვის. ეს არის დიდი გამოწვევა და ამისგან უნდა დავაზღვიოთ ჩვენი თავი, ჩვენი შვილები, ხალხი და ქვეყანა", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics