18:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 13:19:05, 913 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დაგეგმილი გვაქვს, 2,5 მლრდ. ინვესტირება ბიზნესთან ერთად, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით; დაფინანსდება 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო

მხოლოდ 8 წლის განმავლობაში, კახეთის მიმართულებით, ჩვენს მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგად, გაშენდა 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი და დაახლოებით, 13 000 ჰექტარი  ხეხილის ბაღები, მრავალწლოვან კულტურებს ვგულისხმობ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების" ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამებით, დაახლოებით, 50 000 ბენეფიციარი, ფერმერი სარგებლობს.

„1 700 სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა, 1 000-ზე მეტი წარმოება გაფართოვდა ამ პროგრამების შედეგად.

მომდევნო წლების განმავლობაში, გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებისა, რეალური ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, დაახლოებით, 2,5 მლრდ. ინვესტირება ბიზნესთან ერთად, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება აღნიშნული პროგრამების ფარგლებში. ჯამში, ეს გამოიწვევს, დაახლოებით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში,  შეიქმნა, დაახლოებით, 20 000 სამუშაო ადგილი, ბოლო 5 წელიწადში და ინვესტირებული იყო, დაახლოებით, მილიარდი ლარი. ეს არის რეალური ფაქტები, რომელიც მე მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics