|
2021-08-13 12:25:16, 352 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნების“ ალტერნატიული ძალა არ არსებობს, ოპოზიციური პარტიები ვერც კი ასახელებენ საკუთარ კანდიდატებს
ჩვენ, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების" ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. "მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ლაგოდეხს და ლაგოდეხელებს. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. მოგეხსენებათ, რომ უკვე დავიწყეთ აქტიურად რეგიონებში სიარული, ჩვენი კანდიდატების წარდგენები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნები არის 2 ოქტომბერს დანიშნული. ჩვენ, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზება, იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვოს. გამარჯვებაზე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, სწორედ თქვენი დამსახურებაა, ჩვენო ამომრჩეველო, ერთგულო მხარდამჭერებო, ჩვენი დიდი ოჯახის წევრებო, ის, რომ ბოლო 7 არჩევნებში ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა დამაჯერებლად. ამით მხოლოდ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი არ გაიმარჯვა, მეგობრებო, გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ, იმიტომ, რომ ხალხი და ქვეყანა დაწყნარდა, დამშვიდდა და რეალურად, პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანაში დამყარდა გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. რა თქმა უნდა, მშვიდობას და სტაბილურობას თან ახლავს განვითარება, რომელიც ყველა მიმართულებით მოვიტანეთ, ყველა სექტორის, ყველა სფეროს მიმართულებით ჩვენ გვქონდა სერიოზული პროგრესი, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ მთავარი გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის არის ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, სამუშაო ადგილები, რომელიც ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეა. გადავხედოთ რა ხდება პოლიტიკურ სარბიელზე, არც ერთი ალტერნატიული ძალა არ არსებობს ქვეყანაში, გარდა „ქართული ოცნებისა", ვთქვათ ობიექტურად, შეხედეთ რა ხდება, ოპოზიციური პარტიები ვერც კი ასახელებენ საკუთარ კანდიდატებს, რა მდგომარეობაში არიან, მაგრამ მე აქ არ მოვედი იმისთვის, რომ ვილაპარაკო ჩვენს ოპონენტებზე, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ოპონენტი უნდა იყოს ჩვენი გაჭირვება, გაჭირვება ჩვენი მოსახლეობის, რეალური პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ამ პრობლემების მოგვარება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)