15:01 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-12 13:24:21, 574 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39% თბილისის მერის საქმიანობას დადებითად, 25% კი ცუდად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად,  გამოკითხულთა 39% თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობას დადებითად, 25% კი ცუდად აფასებს.

ამავე კვლევის შედეგებში ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 2% აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხზე უარს ამბობს.

რაც შეეხება საკრებულოს, გამოკითხულთა 17% საკრებულოს საქმიანობას კარგად აფასებს, 29% აფასებს საშუალოდ და 29% აფასებს ცუდად, 23% კი აცხადებს, რომ არ იცის, 2% პასუხზე უარს ამბობს.

NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics