2021-08-12 10:10:48, 1972 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 205 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 205 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.3 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 184 მილიონს აღემატება. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
Worldometers-ზე განთავსებული სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ამ ეტაპზე კოვიდ19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება, მას ინდოეთი მოსდევს, მესამე ადგილზე ბრაზილიაა, რომელსაც რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,