|
2021-08-11 17:05:04, 999 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - მომდევნო ზამთრის სეზონზე დამსვენებლები ჰაწვალზე ასვლას ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ
მომდევნო ზამთრის სეზონზე ჰაწვალზე ასვლას დამსვენებლები ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. „ჩვენ მუდმივად ვახდენთ არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ახლის მოწყობას ჩვენს სტრატეგიულ ტურისტულ ადგილებსა და კურორტებზე. ინსპექტირების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჰაწვალი - ზურულდის საბაგირო განახლდეს და მომდევნო ზამთრის სეზონზე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს, ისევე როგორც ქართველ დამსვენებლებს დავხვდეთ ახალი ულტრათანამედროვე საბაგიროთი, რომელიც იქნება უსაფრთხოების ყველა სტანდარტით დაცული," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ახალი საბაგირო ხელს შეუწყობს მესტიაში მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივად ტურიზმში ჩართული მეწარმეების გაძლიერებაზე. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „ემთიეის" (ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია") დაევალა ჰაწვალი - ზურულდის დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მისი გამშვები სისტემებითა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობებით აღჭურვა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. მთის კურორტებზე არსებულ ყველა საბაგირო გზას, არსებული ტექნიკური პროტოკოლით, ყოველ მეორე წელს ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ხუთ წელიწადში ერთხელ მაგნიტო-დეპოსკოპიური შემოწმება უტარდება. სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ბოლო დასკვნა ჰაწვალი - ზურულდის საბაგიროს შესახებ მოითხოვდა ობიექტის ცალსახად გაჩერებას და ახლის მშენებლობას, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით ტურისტული სეზონის გათვალისწინებით მოკლე ვადაში განხორციელდება.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)