|
2021-08-11 15:04:24, 401 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი- როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა კანონის აღსრულება იყო
როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა კანონის აღსრულება იყო, ადამიანები ბჭობდნენ, კანონი აღვასრულოთ თუ არ აღვასრულოთო, მე ვეკითხები, რა აზრი აქვს მაშინ ან სამართლებრივ სახელმწიფოს, ან კანონს, ან კონსტიტუციას?!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, „ქართული ოცნების" თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. „წინა გამოსვლაზე ვთქვი და მინდა გავიმეორო. პროგნოზირებადობა, ანუ განჭვრეტადობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის. ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს რომ ვკითხოთ, ჩვენს ძმებს, დებს. ადამიანი ვერ დაგეგმავს ხვალინდელ დღეს კი არა, დღევანდელ დღესაც, თუ არ იცის რა მოხდება უახლოეს საათებში, დღეებში. როცა ადამიანს მუდმივად ამყოფებ ქაოსში, აგრესიის ფონზე და მიმდინარეობს ამის პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორი. როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მახსოვს მაშინ, ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა იყო კანონის აღსრულება. ადამიანები ბჭობდნენ, აღარ მინდა ვილაპარაკო გვარებით და სახელებით, აღვასრულოთ კანონი თუ არ აღვასრულოთო. მე ვეკითხები, რა აზრი აქვს ან სახელმწიფოს, ან სამართლებრივ სახელმწიფოს, ან კანონს, ან კონსტიტუციას, ამიხსნას მაშინ ვინმემ. ამ ვითარებაში, ასეთ მოცემულობაში როცა ადამიანი, მოქალაქე უყურებს, რომ ვიღაც არის პრივილეგირებული, მასზე არ სრულდება კანონი და სხვა ყველაზე უნდა აღსრულდეს კანონი, იქ დაინგრა, აღარ არსებობს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ყველა ემორჩილებოდეს კანონს და იყოს სტაბილურობა. ჩვენ მაშინ ძალიან მყისიერად აღვადგინეთ ის წონასწორობა, რომელიც დარღვეული იყო და ყველას მივუჩინეთ სათანადო ადგილიც და სიტყვაც და პასუხიც გავეცით. ასე იქნება ყოველთვის. ქვეყანაში დასრულდა რევოლუციების და ომების დრო, მეგობრებო. არც რევოლუცია და არც ომი იქნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და ამის გარანტი არის „ქართული ოცნება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)