|
2021-08-11 13:48:03, 1640 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: 2008 წელს შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი განსაკუთრებული ბრძოლა იყო - დიდი მადლობა და ქედს ვიხრი ამ გმირების წინაშე
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ შინდისში ჩავიდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს. "2008 წლის აგვისტო სრულიად საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად უმძიმესი იყო. მძიმე იყო ზუსტად ამ რეგიონისთვის, გორისთვის, მიმდებარე სოფლებისთვის და იმ დაკარგული ორასამდე სოფლის მცხოვრებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც თავიანთი მამა-პაპისეული სახლები დატოვეს და წამოვიდნენ დევნილებად. დაიღუპნენ სამოქალაქო პირები და დაიღუპნენ ეს ჩვენი გმირები, რომლებმაც თავის შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი განსაკუთრებული ბრძოლა იყო. ნამდვილად მძიმეა ამაზე საუბარი, როდესაც მოუსმენ, უყურებ ფილმს. რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს - შეწირეს თავის ქვეყანას თავი, არ არის ეს ადვილი გასაკეთებელი და ამ ბიჭებმა, ამ ვაჟკაცებმა, ამ გმირებმა ნამდვილად ახალი ისტორია - გმირობის ისტორია დაწერეს. დიდი მადლობა და ქედს ვიხრი ნამდვილად ამ გმირების წინაშე," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)