|
2015-02-02 13:54:00, 1669 ნახვა
სამართალი
კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე იკითხება
მთავარ პროკურატურაში კრიმინალური პოლიციის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე მივიდა. ის ამწუთებში კორტების სპეცოპერაციის დროს, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იკითხება. როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ცააძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გამომძიებელი დაუკავშირდა და სახლთან მისვლა სთხოვა, სადაც სპეცრაზმი დახვდა და გადაწყვიტა, პროკურატურაში წასულიყო. რაც შეეხება ოქმში მის მიმართ ჩაწერილ ბრალდებას, ცააძე კორტების სპეცოპერაციისას განზრახ მკვლელობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს. "გამომძიებელი დამიკავშირდა და მთხოვა, მივსულიყავი სახლთან. იქ რომ მივედი, სპეცრაზმი დამხვდა და გადავწყვიტე, პროკურატურაში მოვსულიყავი.რა განზრახ მკვლელობაზეა საუბარი? ჩვეულებრივი ღონისძიება იყო. კრიმინალებმა გვესროლეს და ჩვენც ვესროლეთ",-განაცხადა გიორგი ცააძემ. ცნობისთვის, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჯამში 11 პირია დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)