06:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 14:01:59, 1745 ნახვა

ომი უკრაინაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.

 სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს - 20 მეტყევეს „COVID-19“-ის საწინააღმდეგო აცრა ახალციხის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდათ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, არჩილ ნიკოლეიშვილის განცხადებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

„ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის პანდემიის მართვა და მისი სწრაფი დასრულება აუცილებელია. ვაქცინაცია სწორედ ამაში გვეხმარება. ჩვენს მეტყევეებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც გარემო პირობების გამო, ტყის ხანძრების რისკი ძალიან დიდია. უწყების თანამშრომელთა ვაქციანაცია მნიშვნელოვანია როგორც მათი ჯანმრთელობის დაცვის, ასევე სააგენტოს მაქსიმალურად შეუფერხებლად საქმიანობისთვის”, - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.

 ვაქცინაციის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი დაესწრო - “დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ, ინფიცირების მაჩვენებელი ისევ და ისევ იზრდება ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, რომ აიცრას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ გარშემომყოფები,” - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics