|
2021-08-10 11:19:06, 1676 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - მდგომარეობა საგანგაშოა, ვცდილობთ გავუმკლავდეთ პროცესს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდვითარება საგანგაშოა და ქვეყანაში არ არის მარტივი სიტუაცია. როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი არ არის ყოველისშემძლე და ის დამოკიდებულია მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, რეკომენდაციების დაცვაზე, რათა სექტორში არ მოხდეს კოლაფსი. „მე რამდენჯერმე უკვე გავაკეთე განცხადება და როგორც მე, ასევე ჩემი მოადგილე, ბატონი ამირანი ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ მდგომარეობა არის საგანგაშო, არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც მისი ყველა სიპი და მისი ყველა წარმომადგენელი, 24 საათიან რეჟიმში არიან ჩართულნი პროცესის მართვაში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ მინდა მივმართო როგორც მედიას, ასევე მოსახლეობას, ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და დამოკიდებულები ვართ მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მიწოდებული და მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა, რათა ჯანდაცვის სექტორში არ მოხდეს კოლაფსი“, - განაცხადა მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)