02:09 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-08 21:31:47, 3860 ნახვა

სპორტი
ცრემლები და ოვაციები - მესი ბარსელონას დაემშვიდობა

მესი „ბარსელონას“ დაემშვიდობა. ეს სიტყვები არამარტო კატალონიური კლუბის გულშემატკივრებისთვის, არამედ მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის შოკისმომგვრელია. დღეს, 8 აგვისტოს არგენტინელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების სხვადასხვა კითხვას უპასუხა.

მესიმ დარბაზში შესვლის შემდეგ, კონფერენციის დაწყებამდე ემოციები ვერ შეიკავა.

„ბოლო დღეები ბევრს ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა და სიმართლე რომ გითხრათ, ვერაფერი მოვიფიქრე. მე და ჩემი ოჯახი დაგვარწმუნეს, რომ დავრჩებოდით და ჩვენც მხოლოდ ეს გვსურდა. მაგრამ დღეს დამშვიდობება მიწევს. მთელი ცხოვრება აქ გავატარე და ამისთვის მზად არ ვარ. 13 წლიდან აქ ვარ და 21 წლის შემდეგ მივდივარ ჩემს მეუღლესთან და სამ კატალონიელ-არგენტინელ შვილთან ერთად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ გუნდელებს და ყოფილ თანაგუნდელებს, ყველას ვინც ჩემ მხარეს იყო.“- თქვა უკვე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.

„ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელი არგენტინელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონას“ ღირსებას 2000 წლიდან იცავდა და კატალონიური კლუბის ყველა წარმატება უშუალოდ ლიონელ მესისთან იყო დაკავშირებული.

მესიმ და „ბარსელონამ“ ათჯერ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი, შვიდჯერ ესპანეთის თასი და რვაჯერ – სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის მოგება კი არგენტინელმა კატალონიურ კლუბთან ერთად ოთხჯერ იზეიმა.

გასულ სეზონში ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics