17:18 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 10:55:38, 1677 ნახვა

სამხედრო
Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, ახალციხეში მარათონი გაიმართა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ახალციხეში მარათონი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 5-კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. გარბენი, სიმბოლურად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის სახელობის ხიდთან დასრულდა.

„Agile Spirit 2021-ის ორფოლოს მიმართულების ხელმძღვანელობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ქართველმა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტული აქტივობებიც გამართეს. მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე სამხედროები ერთმანეთს მკლავჭიდში, ბაგირის გადაწევასა და ფეხბურთშიც შეეჯიბრნენ.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 დასკვნით ფაზაში მიმდინარეობს. სწავლებებში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებითა და დახურვის ოფიციალური ცერემონიალით დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics