2021-08-05 10:37:34, 1955 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი.
NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 2 626 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 436 573 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 393 453 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი საერთო რაოდენობა 5 986-ს შეადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან