11:59 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 15:38:18, 1806 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ე.წ საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურალოდ ე.წ საველე ჰოსპიტლების მოწყობა დღეს არ განიხილება.

როგორც გაბუნია განმარტავს, სამინისტრო მუშაობს დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე.

„ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ დამატებით სასტუმროების მობილიზებაზე. გარკვეულწილად გვეხმარება ისიც, რომ ბოლო პერიოდში, რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადები შემცირდა, ამდენად სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა. ჩვენთვის, მოგეხსენებათ, სასტუმრო იყო საველე ჰოსპიტლის ანალოგი, ამდენად სასტუმროების მობილიზებაზე ნამდვილად ვმუშაობთ და ვფიქრობ, ამაზე მეტი საჭიროება არ იქნება და მოხერხდება სასტუმროს რესურის გამოყენებით ყველა ადამიანის მოთავსება იმ სივრცეში, სადაც იქნება ექიმი. სხვა სივრცეზე საუბარი არ არის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთანავე, მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დადგება ე.წ საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა, ქვეყანას გააჩნია დიდი სივრცეები და შესაძლებელია მათი ადაპტირება.

„საველე ჰოსპიტლის მართვა და ადამიანური რესურსით მისი უზრუნველყოფა იქნება ძალიან რთული. ამდენად, მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რაც შესაძლებელია მეტად გაფართოვდეს, ეს არის სასტუმროების მოდელი, დიდი სივრცეების გამოყენება, სადაც კომფორტულ გარემოში შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა. საველე პირობებზე დღეს კონკრეტული საუბარი არ არის, თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, დიდი სივრცე სადაც არის ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება, თუმცა ჩვენთვის მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმროების ადაპტირება“, - დასძინა გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics