2021-08-04 10:41:28, 1810 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 1 934 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 432 903 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის პაციენტი 390 827 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 5 948 ადამიანი .
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან