17:47 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 10:25:47, 592 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი - საქართველოს გაურთულდება ევროკავშირში შესვლა, ბევრი ქვეყანა ამას შეეწინააღმდეგება

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ დასავლეთმა მიანიშნა ქვეყანას, რომ მათი ურთიერთობა დამთავრდა.

როგორც ის „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოს გაურთულდება ევროკავშირში შესვლა და ბევრი ქვეყანა და ადამიანი იქნება, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება.

 „სიმართლე გითხრათ, ეს უკვე მოხდა. ამას უბრალოდ ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ არ იქნება არანაირი საჯარო განცხადება, რომელიც იტყვის, რომ თქვენთან აღარ ვიმუშავებთ. ევროკავშირს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს. ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს საქართველოში საკუთარი საელჩოები აქვთ, რომლებიც მოვლენებს თვალს ადევნებენ. როგორც ადრე მითქვამს, ასეთი ქცევა უბრალოდ უცნაურად მეჩვენება.

ყოველ ჯერზე, როცა ტელევიზორში საქართველოს ვხედავ, კადრში ევროკავშირის დიდი დროშები ჩანს და საკუთარ თავს ვეკითხები - მართლა? რატომ? ჩემთვის ბევრს უთქვამს, რომ ქართველების დიდ ნაწილს მიაჩნია, დროშა იმიტომ კიდია, რომ მათი აზრით, საქართველო უკვე ევროკავშირშია. არა, იქ არ არის. საქართველოს უბრალოდ გაურთულდება ევროკავშირში შესვლა და ბევრი ქვეყანა და ადამიანი იქნება, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება. ესტონეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამის შეცვლას ეცდება, მაგრამ ეს საქმე უფრო და უფრო რთულდება“, - აღნიშნავს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics