|
2021-08-02 11:23:41, 1026 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენთვის საყურადღეობა ეპიდვითარება, ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვას და შეზღუდვებს
ჩვენთვის ძალიან საყურადღეობა ეპიდემიოლოგიური ვითარება, ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვას და შეზღუდვებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილა ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, რაც მისივე თქმით, უპრეცედენტოა. „ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური ვითარება, უნდა ვმართოთ სიტუაცია. ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმაურად. ჩვენი მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში, ვაქცინაციაა. 2 მილიონზე მეტი ვაქცინა გვაქვს საქართველოში, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას ჩავიტაროთ დროულად აცრები. ჩვენი ქვეყნისთვის სწორი გზაა, რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა, მაღალი ტემპი, გადახედეთ რეგიონების ქვეყნებს და ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ტენდენციებს, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის, ეს უპრეცედენტოა. ვფიქრობ, ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ამ სიტუაციიდან გადარჩენის გზა. ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვას და შეზღუდვებს. ამიტომ უნდა ვმართოთ პროცესი და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)