18:23 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 16:05:50, 710 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - სააკაშვილი მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს - სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოპოზივიურ სპექტრს

სააკაშვილი უკვე მეთექვსმეტედ, თუ მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში - სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს, ინტელექტს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს, მათ შორის, „ნაცმოძრაობოს" დიქტატას - განაცხადა "ქართული ოცნებოს დეპუტატმა" გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. ვოლსკის თქმით მმართველი პარტია სულაც არ ქმნის მისგან მტრის ხატს. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მუდმივად ცდილობს რევოლუციური სცენარის განვითარებას. მისი თქმით სააკაშვილი დესტრუქციის სიმბოლოა.

„ის არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ფიგურა, ის არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს რევოლუციური სცენარის განვითარებას და ადამიანებს არ აქვთ ამ რევოლუციური სცენარის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების გამოა გასამართლებული. რეალურად, ის არის დესტრუქციის სიმბოლო, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ჩრდილს აყენებს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რომლებიც დაქვემდებარებულები არიან „ნაცმოძრაობის“ დიქტატს. მათი ლიდერები როცა სხვა ლიდერებს აბუჩად აგდებით და დამამცირებელი ტერმინებით ესაუბრებიან, ეს არის მხოლოდ მცირე ინდიკატორი იმისა, თუ ვინ განაპირობებს დესტრუქციულ პროცესებს.

მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში თანმიმდევრულობა არ გააჩნია სააკაშვილს, იგი თანმიმდევრულად, უკვე მეთექვსმეტედ, თუ მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციურ მოძრაობას. ძალიან ძნელია გარე შემფასებლად დავაყენო თავი, მაგრამ თუკი პოლიტიკური პლატფორმიდან არ ვიტყვი, მე ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს, ინტელექტს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს მათ შორის, „ნაცმოძრაობას",- განაცხადა ვოლსკიმ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics