|
2021-07-30 09:33:31, 831 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი სახლში იქნა ნაპოვნი, თუმცა გარდაცვალების ვერსიად შენობიდან გადმოვარდნაც ვრცელდება. ბლოგერის ახლობელი არ გამორიცხავს, რომ ბახიკანოვის სიკვდილი აზერბაიჯანის მთავრობის ინტერესებს უკავშირდებოდეს. ავთანდილ მამედოვი პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. მამედოვის თქმით, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ბახიკანოვი უყვებოდა, რომ თბილისში ჩხუბი მოუვიდა აზერბაიჯანელების ჯგუფთან და ვარაუდობდა, რომ ეს ხალხი აზერბაიჯანის მთავრობამ მიუგზავნა. მისივე თქმით, ბლოგერი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, რადგან აზერბაიჯანის მთავრობა მას სდევნიდა და სამშობლოში დაკავებულიც იყო. მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლიც და ქართულ მედიას დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მუხთარლის ინფორმაციით, ბახიკანოვს აზერბაიჯანული პოლიცია სდევნიდა. „12 ივლისს აზერბაიჯანელთა ჯგუფმა სცემა თბილისში მცხოვრები ემიგრანტი, რომელსაც აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა. ჰუსეინმა პოლიციას და სამედიცინო შემოწმებას მიმართა. თუმცა, სამედიცინო შემოწმებამ უარი თქვა შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე. ერთი კვირის განმავლობაში არ იყო სიახლე ჰუსეინისგან. ჰუსეინ ბაკიხანოვი დააკავეს 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მას 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პოლიციამ აწამა. მან ასევე თქვა, რომ მას პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებაზე. თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას, აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე", - წერს მუხთარლი Facebook-ზე.
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)