2021-07-29 10:28:12, 700 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ, საფრანგეთში შედგა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან