19:16 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 23:02:05, 761 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზადაა

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზად არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრეგორი კარასინმა განუცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო TASS.RU ავრცელებს.

„მზად ვართ ეს საკითხი (ავიამიმოსვლის განახლების პრობლემა) განვიხილოთ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან საკითხი გადაწყდება“, - განაცხადა კარასინმა.

ამასთან, მას გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული თარიღის დასახელება გაუჭირდა. გრეგორი კარასინი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პირისპირი შეხვედრა სექტემბერ-ოქტომბერში შედგება, თუმცა მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერ შეთანხმებული არ არის.

„ყველაფერი პანდემიისგან გამომდინარეობს“, - აღნიშნა კარასინმა.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრისას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ კიდევ მაისში შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო - იშოპინგეთ Extra -ზე და დააგროვეთ მეტი PLUS და MR ქულა
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics