19:56 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 16:31:11, 898 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე დეკანოიძეს - წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ზიზღის კამპანიებზე საუბარი, ამორალურია

პარლამენტში გამართულ ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხატია დეკანოიძემ განმარტა, რომ წინასაარჩევნოდ ხალხი მმართველი პარტიისგან მხოლოდ სიძულვილსა და ზიზღს ხედავს, რასაც მეტყველებს დედაქალაქში გამოჩენილი ბანერები.

„სიძულვილი, ზიზღი აგრესია, რომელიც როგორც ჩანს, უმრავლესობისა და თბილისის მერის კანდიდატის ერთადერთი შეთავაზებაა, იმიტომ, რომ მეტი შეთავაზება არ არსებობს, ეს არის ყველაფერი ის, რაც რეალურად ქმნის იმ ფონს, როდესაც საზოგადოება ამ ყველაფრით იმდენად დაიღალა და სხვათა შორის, ეს მერიამაც შეამჩნია, როცა თქვა, რომ სასწრაფოდ ავიღებთ ამ ბანერებსო. ბატონო კახა და ძვირფასო საზოგადოება, გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად აქვს სიყალბის ხასიათი, ნამდვილად აქვს ფარისევლობის ხასიათი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძეს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ უპასუხა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე მიმინარეობდა გამოძიება, რაზეც მკაცრი რეაგირება მოხდება.

ხატია დეკანოიძის განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემაც უპასუხა და განაცხადა, რომ თავად დეკანოიძე წარმოადგენა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის მხრიდანაც ზიზღსა და სიძულვილზე საუბარი, ამორალურია.

„თქვენ წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ზიზღის კამპანიაზე საუბარი, უბრალოდ ამორალურია. თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგალითად, თქვენი ტელევიზიის დირექტორის დედის გინებას პირდაპირ ეთერში, თან ძალიან ფართო სპექტრის მიმართ, მაგრამ ამჩნევთ ვიღაცის გაკრულ პლაკატს, რომელიც ერთ დღეში იდენტიფიცირებულია, თავადაც აცხადებს ამას, ოღონდ რაც არ უნდა მოხდეს, რადგან ასე გაწყობთ, ეს ყველაფერი უნდა მიემართოს კალაძისკეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics