19:56 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-25 18:43:06, 710 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე ინტერვიუს ჩაწერის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ნუციბიძის პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. საბურთალოს მესამე სამმართველოში მას გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოკითხავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გუშინ მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.

დეკანოიძის განცხადებით, პირი იდენტიფიცირებულია და ის სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ ზიზღისა და მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებდა. დეკანოიძის თქმით, გამოძიება 166-ე მუხლით მიმდინარეობს.

„მთელმა საზოგადოებამ ნახა გუშინდელი ფაქტი, როდესაც მე ჩემს სახლთან, ორ ჟურნალისტთან ერთად ვსაუბრობდი, მე ვიყავი მათი რესპოდენტი და მოვიდა მოქალაქე ძალიან აგრესიულად. მე ვიტყოდი, გადარჩა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, რომ ფეხში არ დაეჯახა მანქანა, შემდეგ უშვერი სიტყვებით ლანძღვა. როგორც მედიამ გაარკვია, ამ ადამიანის გზავნილები, რაც სოციალურ ქსელში აქვს, არის საკმაოდ საშიში, რაც გულისხმობს პირდაპირ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მუქარას, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას. ამიტომ მე პოლიციას მივაწოდებ ყველანაირ ინფორმაციას, რაც მაქვს. მაქვს ის ინფორმაცია, რაც ყველამ იხილა, ეს იყო რეალურად ძალიან საშიში რამ. ეს იყო გზავნილი, რომელსაც სამწუხაროდ უშვებს ხელისუფლება. ძალიან ვწუხვარ ამაზე, რადგან მწვანე შუქი, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და თქვენც შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთოთ, უმრავლესობის მხრიდან ნიშნავს ამას. საათნახევრის წინ დამირეკეს პოლიციიდან, გამომძიებელმა მთხოვა მოსვლა და გასაუბრება. გავესაუბრები და ყველანაირ ინფორმაციას მივაწვდი. საქმე არის აღძრული 166-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას 15 დღით. მე არ ვიცი, ეს კვალიფიკაცია დარჩება თუ არა და არც ის ვიცი, გამოკითხეს თუ არა ეს ადამიანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics