2021-07-23 10:57:45, 2116 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 082 პაციენტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან 1 082 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთანავე, საქართველოში კორონავირუსს კიდევ 20 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 398 081 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 370 565 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 5 656 ადამიანი კი, გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,