03:28 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 23:25:56, 1222 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - ვერ დაგეთანხმებით, რომ პოლიცია ოპერატიულად ვერ რეაგირებს, მე მინდა, კიდევ სიღრმეებში წავიდე და განვმარტო, რომ 8 ლოკაცია ბოლოს გახდა 18 ლოკაცია

“ვერ დაგეთანხმებით, რომ პოლიცია ოპერატიულად ვერ რეაგირებს. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა. მე მინდა, კიდევ სიღრმეებში წავიდე და განვმარტო - 8 ლოკაცია ბოლოს გახდა 18 ლოკაცია“, -  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში, 5 ივლისის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდიოდა სხვადასხვა ლოკაციიდან და 3 500 პოლიციელის გადანაწილება მოხდა აღნიშნულ ლოკაციებზე.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ პოლიცია ოპერატიულად ვერ რეაგირებს. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა. მე მინდა, კიდევ სიღრმეებში წავიდე და განვმარტო - 8 ლოკაცია ბოლოს გახდა 18 ლოკაცია. იქიდან გამომდინარე, რომ შემოდიოდა ზარები - ევროკავშირის ოფისიდან: „ შეიძლება შემოგვივარდნენ, გვიშველეთ“, იქ იყო გაშვებული 50 პოლიციელი, 100 პოლიციელი. იგივე იყო გაეროს შენობასთან, იქაც მოხდა ძალების გადასროლა. ასეთი იყო სახალხო დამცველის ოფისი და ძალიან ბევრი ოფისი. მათ შორის, გაჟღერდა, რომ ტელევიზიებთან მივლენ და  შეიძლება შეუვარდნენ და დაამტვრიონ.  იქაც გადავისროლეთ პოლიციური ძალები. 18 ლოკაციაზე 3500 ადამიანს რომ გაყოფ, მგონი, ადვილი დასათვლელია“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics