|
2021-07-22 15:19:44, 831 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე ევროკავშირის მიკროფინანსურ დახმარებაზე - დარწმუნებული ვარ, თითოეული მონაწილე სრულად შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს
დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის თითოეული მონაწილე სრულყოფილად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აიღო ქვეყანამ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშნელოვანია იმ ღონისძიებების, ე.წ მატრიცის შესრულება, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო პარტნიორებთან. „ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თანხას ვიღებთ, არამედ, ჩვენი გრძელვადიანი, როგორც ეკონომიკური ისე, ზოგადი განვითარებისთვისაც. რაც შეეხება ევროკავშირის მაკროფინასნური დახმარების ფარგლებში მისაღებ 75 მლნ ევროს. აქ ერთ-ერთი კომპონენტი უკავშირდებოდა სასამართლო რეფორმასა და მოსამართლეების არჩევას. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მათ შორის, ექსპერტულ დონეზე ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილი იყო ე.წ. მატრიცაში, შესრულებულია. შესაბამისად, არ უნდა იყოს დიდი რისკი, მიუხედავად პოლიტიკური შეფასებისა, რაც გაკეთდა. მთავარია, ჩვენი ყველა ღონისძიება შევასრულოთ. რაც შეეხება საკითხს, თანხა თუ არ მივიღეთ, რა მოხდება. ჯერ ერთი, მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არ არის სანქცია. თუ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ექსპერტი ჩათვლის, რომ ღონისძიებები არ შესრულდა სრულყოფილად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კონკრეტული ტრანშის მიღების საშუალება არ გვექნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს სანქციას, ძალიან მკაფიოდ მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო. მეორე - ფისკალურად ეს არ წარმოადგენს დიდ რისკს არც 2021 წლის და არც 2022 წლის ბიუჯეტში, ვინაიდან ეს არის დამატებით აღებული სესხი და სესხის არაღების შესაძლებლობა წელს გვაქვს. თუმცა, ამ სესხზე და კონკრეტული ვალის აღებასთან მიმართებით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან აღებული ვალდებულებები შესრულდეს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)