19:51 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 13:06:54, 878 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი 100 ხმით კვლავ ვერ აირჩია

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს.

რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა 82-მომხმით, 8-ის წინააღმდეგ ვერ გავიდა, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ კი ხმა პარლამენტის ათმა წევრმა მისცა.
 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გია ცაცაშვილს მხარი 80 დეპუტატმა 9-ის წინააღმდეგ დაუჭირა, ლელა ტალიურის კანდიდატურას კი - 16-მა 1-ის წინააღმდეგ.
 
ცესკო-ს წევრობის მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი იყო მაია ზარიძის და თამარ სართანიას კანდიდატურები, რომელთაც ასევე ვერ მოაგროვეს ხმების საკმარისი რაოდენობა.
 
მაია ზარნაძეს მხარი პარლამენტის 81-მა წევრმა დაუჭირა 8-ის წინააღმდეგ, ხოლო თამარ სართანიას - 16-მა 27-ის წინააღმდეგ.
 
საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics