2021-07-22 10:27:39, 1665 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე საქართველოში ყოფილი ელჩი წარადგინა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი წარადგინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯონ ბასი 2009-12 წლებში საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო, მას შემდეგ დიპლომატი ელჩად თურქეთსა და ავღანეთში მუშაობდა.
ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და ეკავა მაღალი თანმდებობები სახელმწიფო დეპარტამენტში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,