2021-07-22 10:13:10, 2147 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა.
NCDC-ის ცნობით, ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთანავე, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 1 410 პაციენტი გამოჯანმრთელა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 395 621 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 369 483 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 4 636 ადამიანი კი, გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,