2021-07-22 10:09:58, 2116 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 410 პაციენტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან 1 410 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთანავე, საქართველოში კორონავირუსს კიდევ 18 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 395 621 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 369 483 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 4 636 ადამიანი კი, გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,