|
2021-07-22 00:00:44, 1212 ნახვა
კომენტარი
სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოში მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობების მიმართ
„საქართველოში მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობების მიმართ“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ასახული. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო სექტორისადმი უნდობლობის მიუხედავად საქართველო რეგიონში წამყვან პოზიციაზეა. „საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა. თუმცა იქ არის მზარდი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნეს დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. სხვა კომპანიები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის არაეფექტურობაზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ნაკლოვანებებზე, ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის არარსებობაზე, პოლიტიკურ ჩარევაზე ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შორის სავაჭრო კანონების შერჩევით აღსრულებაზე და საკუთრების უფლებების საკითხებზე დავების გადაჭრის სირთულეებზე. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ პრობლემების მოგვარებაზე მოშაობას და მიუხედავად ამ არსებული გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში წამყვან პოზიციაზე, როგორც კარგი ადგილი ბიზნესის საკეთებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)