2021-07-20 15:14:57, 942 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა 22 ივლისს გაიმართება
პარლამენტის 2021 წლის 28 ივნისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა ხუთშაბათს, 22 ივლისს გაიმართება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პლენარულ სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი იქნება.
პლენარული სხდომა 22 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან