|
2021-07-20 11:06:17, 1206 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს
საქართველოს რკინიგზის 2021 წლის 6 თვის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 6 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 500 ათასი ტონით აღემატება. სატვირთო გადაზიდვების 10%-იანი ზრდა ბოლო 11 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოს რკინიგზა ახალი ტვირთებისა და ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების მოძიებაზე სისტემატიურად მუშაობს. 2019 წელს, კომპანიის ინიციატივით სხვადასხვა სარკინიგზო ადმინისტრაციასთან, საზღვაო გადამზიდავებსა და საპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელებთან ერთად შემუშავდა გადაზიდვების ერთიანი პირობები. კერძოდ, დაწესდა ერთიანი გამჭოლი და სეზონური ტარიფები, რის შედეგადაც 2021 წელს პირველ 6 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთნ შედარებით:
ჯამურად საქართველოს კორიდორით სარკინიგზო ტრანზიტმა საანგარიშო პერიოდში 3,5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. გარდა სატრანზიტო გადაზიდვებისა, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივი გადაზიდვები 21%-ით არის გაზრდილი. 2021 წლის 6 თვის სატვირთო გადაზიდვების სტატისტიკა ბუნებრივია აისახა კომპანიის შემოსავლებზე. მიღებული შემოსავალი 14%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა არის ბოლო წლების განმავლობაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)