20:40 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 10:31:39, 1116 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფებოდა.

მხარეებმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვლადიმირ ზელენსკიმ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვლადიმირ ზელენსკიმ ორი ქვეყნის საერთო გამოწვევაზე - რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრეს და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics