|
2021-07-19 20:51:45, 918 ნახვა
კომენტარი
ვლადიმერ ზელენსკი - ჩვენ გვაერთიანებს სურვილი, რომ ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ
„ჩვენ გვაერთიანებს სურვილი, რომ ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვს შესაძლებლობა წარმატებით გაიაროს ეს გზა. „მივესალმები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პერზიდენტს, მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს ბათუმში ჩვენი მასპინძლობისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ ქართულ სტუმართმოყვარე მიწაზე ვდგავარ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, პირველად მაქვს პრეზიდენტის როლში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა და ძალიან კარგ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა. ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ, ამ „ტრიომ“ და ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ, ევროპულ ინტეგრაციას. ეს სამინზე წერტილი მიღწევადია, ჩვენ დარწმუნებული შგევიძლიათ ვიყოთ, რადგან ბატონი შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პერზიდენტი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზაე წარმატებით ვიაროთ, ჩვენ ასევე გთავაზობთ, როგორც ბატონ მიშელს შევთავაზეთ, რომ მოხდეს ევროპული საბჭოს მიწვევის გადახედვა და ახალი მიდგომებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მიეცეს საშუალება აღმოსავლეთის „ტრიოს“, რომ წარმოიადგინოს თავისი წარმატება, სტრატეგიული მიზნები ამ პარტნიორობისთვის და ამ „ტრიოს“ პოლიტიკური მნიშვნელობა, ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)