2021-07-19 10:59:45, 2076 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 388 329 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 366 250 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება გარდაცვალებას, საქართველოში კორონავირუსს 5 566 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან